მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი

საკონსულტაციო კომპანია გლობალური მოქალაქეებისთვის

Nomad Capitalist არის ბუტიკის ტიპის საკონსულატიო კომპანია, რომელიც ეხმარება წარმატებულ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს მთელი მსოფლიოდან მაქსიმალური თავისუფლებისა და პირადი/ბიზნეს აქტივების უსაფრთხოების რეალიზებაში. როგორც გლობალური კომპანია, ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ვუწოდებთ ჩვენს ერთ-ერთ პირად და კორპორაციულ სახლს.

მილიონობით გამომწერი მთელი მსოფლიოდან

YOUTUBE გამომწერი

INSTAGRAM გამომწერი

TIKTOK გამომწერი

FACEBOOK გამომწერი

Nomad Capitalist-ის შესახებ

Nomad Capitalist Team

Nomad Capitalist არის მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ბუტიკის ტიპის საკონსულტაციო კომპანია, სპეციალიზებული ლეგალურად ოფშორული გადასახადების დაგეგმვაზე, საერთაშორისო გადაადგილებაზე, მეორე მოქალაქეობაზე და გლობალურ მოქალაქეობაზე. კომპანია დაფუძნებულია ჩვენი დამფუძნებლის, ენდრიუ ჰენდერსონის პირადად განვლილ გზაზე გლობალურ მოქალაქეობამდე, და ჩვენი საქმიანობაა კლიენტების დახმარება თავიდან აირიდონ შეცდომები, რომლებიც ამ გზაზე შეხვდებათ.

ჩვენ ვეხმარებით შვიდ და რვა ციფრიანი შემოსავლის მქონე ბიზნესმენებსა და ინვესტორებს “წადი იქ, სადაც საუკეთესოდ გექევიან” იდეის განხორციელებაში ჰოლისტიკური გეგმებითა და სერვისებით უზრუნველყოფით, რათა შეიმცირონ გადასახადები, დაყონ  და დაიცვან თავიანთი აქტივები და გაიზარდონ საკუთარი თავისუფლების ხარისხი გლობალური სარეზერვო გეგმებით.

დამფუძნებლის შესახებ

Andrew Henderson in Tbilisi

ენდრიუ ჰენდერსონი არის Nomad Capitalist-ის დამაარსებელი და მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ექსპერტი გლობალური მოქალაქეობის შესახებ. მან შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა ასაკში დაიწყო ოთხი ბიზნესი სამ სხვადასხვა ინდუსტრიაში, შემდეგ გაყიდა ყველაფერი, რომ გამხდარიყო მსოფლიო მოქალაქე.

მას შემდეგ, რაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუმრობდა და ცხოვრობდა 100+ ქვეყანაში თავისუფლებისა და შესაძლებლობების ძიებაში, ბ-ნი ჰენდერსონი გახდა გლობალური მოქალაქეობის მზარდი სფეროს ექსპერტი. ის არის წიგნის „Nomad Capitalist“-ის ავტორი, რომელიც განიხილავს გლობალური მოქალაქეობის ცნებებს, რომელთა გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.

სხვა კონსულტატებისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ პროდუქტებს ყიდიან, მისტერ ჰენდერსონი ცხოვრობს იმ ცხოვრების წესით, რომელსაც ქადაგებს. მან ლეგალურად შეამცირა საკუთარი გლობალური გადასახადები 43%-დან 1%-მდე, მიიღო რამდენიმე მოქალაქეობა, შეიძინა პირადი და საინვესტიციო უძრავი ქონება შვიდ ქვეყანაში და დააარსა საერთაშორისო ბიზნესი.

Andrew Henderson in Tbilisi

კარიერა Nomad Capitalist-ში

Nomad Capitalist Georgia

Nomad Capitalist არის #1 ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით გლობალური მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სჯერათ ცხოვრების საზღვრების გარეშე.

ძირეულად, ჩვენ ვართ ბუტიკის ტიპის საგადასახადო და საიმიგრაციო საკონსულტაციო კომპანია. ჩვენ ვეხმარებით ასობით კლიენტს ყოველ წელს იდივიდუალური გეგმის შექმნაში თავიანთი ბიზნესის ოფშორისთვის, საზღვარგარეთ ცხოვრებისა და ორმაგი მოქალაქეობისათვის.

გარდა ჩვენი კლიენტებისა, ჩვენ ასევე შთავაგონებთ ხალხს, რომ “წავიდნენ იქ, სადაც საუკეთესოდ ექცევიან” ჩვენი ბლოგის, YouTube არხის, პოდკასტისა და სოციალური მედიის დახმარებით. ყოველწლიურად ექვს მილიონზე მეტი ადამიანი შთანთქავს ჩვენს ინფორმაციას, რომლებიც ეძებენ იდეებს თავიანთი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

სოციალური პასუხისმგებლობა

Andrew Henderson in Tbilisi

ჩვენ გვწამს წვლილის შეტანის ადგილობრივი მოსახლეობის საკვებითა და ცხოველთა თავშესაფრებით უზრუნველყოფაში იმ ქვეყნებში, სადაც ვმოღვაწეობთ.

ჩვენ ასევე გვწამს გლობალურად 4 ძირითად მოწყვლად ჯგუფზე ყურადღების გამახვილების, რასაც შეუძლიათ ყველაზე დიდი პოზიტიური გავლენის მოხდენა ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, ველური ბუნება და ცხოველები.

Nomad Capitalist-სა და მისტერ ჰენდერსონს პირადად აქვთ შეტანილი წვლილი საქართველოში ქველმოქმედების გაწევაში დაწყებული ბავშვთა სახლებიდან ცხოველთა კეთილდღეობამდე და სოციალური მეწარმეობის კუთხით, საქართველოში ადამიანების დასაქმებითა და ტრენინგით.

Andrew Henderson in Tbilisi

გაქვთ კითხვა? გთხოვთ შეავსეთ ეს ფრომა და ჩვენი გუნდის წევრი დაგიკავშირდებათ